საქართველოში 40 000 ადამიანი ნარკოტიკების რეალური მომხმარებელია.ამის შესახებ "კავშირი ალტერნატივა ჯორჯიას” წარმომადგენელმა დავით ოთიაშვილმა ჩატარებული კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” დღეს ფილმის პრეზენტაცია და კვლევის შედეგების შეჯამება მოხდა თემაზე, -თუ რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკო-ტესტირება.
საქართველოში
ნარკოპოლიტიკის სფეროში პირველი ნოვატორული კვლევა ჩატარდა, რომელიც
ალტერნატივა ჯორჯიას, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის,
ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის და კონსტიტუციური უფლებების დაცვის
ცენტრის ერთობლივმა ჯგუფმა ჩაატარა.
დავით
ოთიაშვილი ამბობს, რომ 2006 წლიდან პოლიცია ყოველწლიურად ქუჩაში 50
ათასამდე ადამიანს აკავებს და ნარკოტიკის მოხმარებაზე ამოწმებს.“ამ
მიდგომით ნარკომომხარებლები მიიჩნევენ, რომ მკაცრი სადამსჯელო ზომები
უბიძგებს ნარკოტიკის მომხარებელს, შეწყვიტოს ნარკოტიკის მოხმარება და იცავს
მომავალ თაობას აკრძალული ნარკოტიკული საშუალების გასინჯვისაგან,” –
განაცხადა ოთიაშვილმა.
მისი
თქმით, შედეგებმა აჩვენეს, რომ 2008 წელს ჩატარებული ნარკოტიკების
მოხმარებაზე 43 029 ტესტირებიდან 19 302 იყო დადებითი, აქედან 1605 პირს კი
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ნარკოტიკებთან
დაკავშირებული დანაშაულის გამო დაკისრებული ჯარიმის სახით, 18 076 245
ლარია ამოღებული.
2008 წლის მონაცემებით 43 000 ადამიანიდან 55 პროცენტი ნარკოტიკს აღარ მოიხმარს, რაც დღევანდელ პრეზენტაციაზე დადებითად შეფასდა.
No comments:
Post a Comment