საქართველოში
40 000 ადამიანი ნარკოტიკების რეალური მომხმარებელია.ამის შესახებ
"კავშირი ალტერნატივა ჯორჯიას” წარმომადგენელმა დავით ოთიაშვილმა
ჩატარებული კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.სასტუმრო “შერატონ
მეტეხი პალასში” დღეს ფილმის პრეზენტაცია და კვლევის შედეგების შეჯამება
მოხდა თემაზე, -თუ რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკო-ტესტირება.
საქართველოში
ნარკოპოლიტიკის სფეროში პირველი ნოვატორული კვლევა ჩატარდა, რომელიც
ალტერნატივა ჯორჯიას, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის,
ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის და კონსტიტუციური უფლებების დაცვის
ცენტრის ერთობლივმა ჯგუფმა ჩაატარა.
დავით
ოთიაშვილი ამბობს, რომ 2006 წლიდან პოლიცია ყოველწლიურად ქუჩაში 50
ათასამდე ადამიანს აკავებს და ნარკოტიკის მოხმარებაზე ამოწმებს.“ამ
მიდგომით ნარკომომხარებლები მიიჩნევენ, რომ მკაცრი სადამსჯელო ზომები
უბიძგებს ნარკოტიკის მომხარებელს, შეწყვიტოს ნარკოტიკის მოხმარება და იცავს
მომავალ თაობას აკრძალული ნარკოტიკული საშუალების გასინჯვისაგან,” –
განაცხადა ოთიაშვილმა.
მისი
თქმით, შედეგებმა აჩვენეს, რომ 2008 წელს ჩატარებული ნარკოტიკების
მოხმარებაზე 43 029 ტესტირებიდან 19 302 იყო დადებითი, აქედან 1605 პირს კი
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ნარკოტიკებთან
დაკავშირებული დანაშაულის გამო დაკისრებული ჯარიმის სახით, 18 076 245
ლარია ამოღებული.
2008 წლის მონაცემებით 43 000 ადამიანიდან 55 პროცენტი ნარკოტიკს აღარ მოიხმარს, რაც დღევანდელ პრეზენტაციაზე დადებითად შეფასდა.
რა არის ნარკოტიკი? რომელი ნივთიერება შეიძლება ჩაითვალოს ნარკოტიკად და
რომელ მათგანს იყენებენ ყველაზე ხშირად? ამ და სხვა საინტერესო საკითხზე “ამბიონს” ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და ნარკოლოგი დავით ანდღულაძე (საპატრიარქოსთან არსებული წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი) ესაუბრა:
“ტერმინი “ნარკოტიკი” ბერძნული წარმოშობისაა (Narkoticos) და ნიშნავს დამაძინებელს, გამაბრუებელს; თუმცა მალე ამ ცნებაში
გაერთიანდა ისეთი საშუალებებიც, რომელთა მთავარი მახასიათებელი სულაც არ
არის ძილის გამოწვევა ისევე, როგორც მრავალი საძილე საშუალება არ არის
ნარკოტიკი.
საქართველოს კანონში “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”
ნარკოტიკად მიიჩნევა მცენარე, ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის
ნებისმიერი ნივთიერება, ან მისი შემცველი პრეპარატი, რომელიც შეტანილია
გაეროს 1961 წლის ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ ერთიანი კონვენციის
თანდართულ სიებში. ასეთია განმარტება კანონის ენაზე, ხოლო ჩვენ ნარკოტიკი
შეიძლება პირობითად ვუწოდოთ ნივთიერებას, რომელიც გავლენას ახდენს ფსიქიკურ
აქტივობაზე და იწვევს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულების
ჩამოყალიბებას. ასეთ შემთხვევაში ნარკოტიკებს შორის აღმოჩნდება ალკოჰოლი,
თამბაქო და ყავა.
გარკვეულ კონტექსტში მართლაც ხშირად მოიხსენიებენ ჩამოთვლილ
ნივთიერებებს “ლეგალურ ნარკოტიკებად”, რადგან მათ გამოყენებას არ კრძალავს
კანონი მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია მათი მავნე
ზემოქმედება, იზღუდება მათი რეკლამირება და ასევე – ხელმისაწვდომობა
არასრულწლოვანთათვის.” რომელი ნარკოტიკია ყველაზე საშიში ადამიანისთვის?
ნარკოტიკისგან მომდინარე საშიშროება შეიძლება ორი სხვადასხვა კუთხით
შევაფასოთ. ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის მავნეობის თვალსაზრისით, ყველაზე
დიდ პრობლემას ქმნის თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, რაც განაპირობებს
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებებსა და სიკვდილს. სტატისტიკური
კვლევის მიხედვით, ამ ნივთიერებების მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის
მაჩვენებელი მრავალჯერ აღემატება ყველაზე აგრესიული, კუსტარულად
დამზადებული პოპულარული ნარკოტიკების – მეტამფეტამინების (მაგ.: ვინტი) და
დეზომორფინის, იგივე “ნიანგის” მიერ გარდაცვლილთა რაოდენობას.
მეორე მხრივ კი ხსენებული კუსტარული ნარკოტიკები იმდენად მძიმე და
შეუქცევად ცვლილებებს იწვევს ნარკომომხმარებლებში, რომ მათი გამოყენების
ინდივიდუალური შედეგები გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე თამბაქოს, ან
ალკოჰოლის მოხმარებისა. რადგან აღნიშნულ ნარკოტიკებს გაცილებით მცირე
რაოდენობის ადამიანები მოიხმარენ ალკოჰოლთან და თამბაქოსთან შედარებით,
შესაბამისად, მათ მიერ გამოწვეული ზიანის დონე უფრო დაბალია ზოგადად
სოციუმისთვის. რა ზიანის მომტანია ნარკოტიკი პიროვნებისთვის?
ნარკოტიკის დამაზიანებელი მოქმედება პიროვნებაზე ვლინდება როგორც
ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ და სოციალურ ჭრილში. ყოველი ნარკოტიკული საშუალების
გამოყენებას თან ახლავს კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი ცვლილებები
ფსიქიკაში, სხვადასხვა ტემპით ქვეითდება ფსიქიკური უნარები, ხშირ
შემთხვევაში, დეგრადირდება პიროვნება, რაც აისახება მის სოციალურ
სტატუსზეც, ირღვევა ძველი ჯანსაღი ურთიერთობები, იცვლება ადამიანთა წრე,
რომელთანაც ინარჩუნებს კონტაქტს ნარკოტიკული საშუალების მიღების მიზნით,
ირყევა ფიზიკური ჯანმრთელობაც. ნარკოტიკული საშუალების სახეობის მიხედვით
შეიძლება სხვადასხვა ხარისხით დაზიანდეს ცენტრალური ნერვული და პერიფერიული
ნერვული სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ღვიძლი, შარდსასქესო სისტემა
და სხვა. პრაქტიკულად, არ რჩება ორგანოთა სისტემა და ორგანო, რომელზეც არ
აისახება ნარკოტიკის მავნე ზეგავლენა.
ნარკოტიკზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის ზოგი ნარკოტიკის
შემთხვევაში 2-3 მიღებაც კი საკმარისია დროის მოკლე ინტერვალში, სხვა
ნარკოტიკისთვის კი შესაძლოა 5-10, ან მეტჯერადი მოხმარება იყოს საჭირო, რაც
დამოკიდებულია როგორც ნარკოტიკის სახეობაზე, ისე ადამიანის ფსიქო-სოციალურ
მდგომარეობაზე, ნარკოტიკის მოხმარების მოტივსა და გარემოზე. რა თვისებები ყალიბდება ნარკომან ადამიანში?
წამალდამოკიდებულები საკუთარი თავის დახასიათებისას ხშირად აღნიშნავენ,
რომ ნარკოტიკების მოხმარების პერიოდში გახდნენ ეგოისტები, დაკარგეს ძველი
ინტერესები, დაენგრათ ღირებულებები, დაკარგეს, ან დაუქვეითდათ თანაგრძნობის
უნარი და ა. შ. მე კი ვერაფერს ვიტყვი მყარად და კონკრეტულად მათთვის
დამახასიათებელ განსაკუთრებულ თვისებებზე, რაც ყველა წამალდამკიდებულისთვის
საერთო იქნება და განასხვავებს ლუდომანებისა (თამაშზე დამოკიდებულები) და
დამოკიდებულების სხვა ფორმების მქონე დაავადებულებისგან. რამდენად სახიფათოა ნარკომანი გარშემომყოფებისთვის?
ნარკოტიკის მოხმარება, როგორც უკვე აღვნიშნე, იწვევს გარკვეულ
ფსიქოლოგიურ და ქცევით ცვლილებებს, რაც მათი მხრიდან კანონდარღვევის
ალბათობას ზრდის. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ მათ მიერ ჩადენილი
დანაშაული გარშემომყოფთა მიმართ რაოდენობრივად ან სიმძიმის თვალსაზრისით
უფრო დიდია, ვიდრე ლუდომანების (რომლებიც, პრაქტიკულად, ყველაფრისთვის მზად
არიან წაგებული ფულის მოსაპოვებლად), ალკოჰოლიზმით დაავადებულების
(უამრავი ოჯახური ან გარე კონფლიქტი, მათ შორის – სიცოცხლისთვის საშიში
დაზიანებები და მკვლელობები, ასევე, ავტოავარიის შემთხვევათა უმეტესობა
დაკავშირებულია ალკოჰოლურ თრობასთან), ან თუნდაც თამბაქოს მომხმარებლებისა,
რომელთა ქცევაც სერიოზულ ზიანს აყენებს გარშემომყოფებს, რადგან ისინი
უნებურად ხდებიან პასიური მწეველები, რაც ხდება მიზეზი როგორც ფსიქოლოგიური
დისკომფორტისა, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა. ვიმეორებ,
რომ ნარკოტიკების მოხმარება ამძიმებს კრიმინოგენულ მდგომარეობას, მაგრამ
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ წამალდამოკიდებულთა სტიგმატიზება და ამით
კიდევ უფრო არ გავართულოთ მათი ფსიქოსოციალური ინტეგრაცია-რეაბილიტაცია,
საჭიროა ვეცადოთ, მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ მოვლენათა შეფასებისას. ყველაზე ხშირად რა მიზეზი უბიძგებს ადამიანს ნარკომანობისკენ?
ნარკოტიკის მოხმარებისკენ ერთს ინტერესი უბიძგებს, მეორეს –
თვითდამკვიდრების სურვილი, მესამეს – უარის თქმის უუნარობა და პიროვნული
სისუსტე, მეოთხეს – პრობლემებისგან გაქცევის, ხოლო მეხუთეს – მეტი
სიამოვნების განცდის სურვილი. სხვა მიზეზებიც არსებობს…სამწუხაროდ, არ
მინახავს სტატისტიკური კვლევა, სადაც პროცენტულ მაჩვენებლებში აისახებოდა
მომხმარებელთა მიერ წამლის მოხმარების დაწყების მიზეზები. თუ აქამდე არ
გაკეთებულა ასეთი კვლევა, ალბათ, ღირს ამის გაკეთება, ასეთი კვლევის შედეგი
გარკვეულწილად დაგვეხმარება, რომ პრევენციის სტრატეგიაში აქცენტები
ოპტიმალურად გადანაწილდეს. როგორ ხდება ნარკომანიის მკურნალობა და რა შემთხვევაშია ეფექტური?
წამალდამოკიდებულთა მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რომელთაგან
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება ოპტიმალური მიდგომის შერჩევა.
მკურნალობის მეთოდებს შორის აღსანიშნავია დეტოქსიკაცია და ჩანაცვლებითი
თერაპია.
დეტოქსიკაციის დროს ნარკოლოგიურ კლინიკაში ხდება ნარკოტიკული
ტოქსინებისგან გათავისუფლება და ამ ფონზე მოსალოდნელი აბსტინენციის
სინდრომის (ე. წ. ლომკების) შედარებით უმტკივნეულოდ გადატანა სხვადასხვა
ფარმაკოლოგიური საშუალებით. ბევრი კლინიკა ამ პროცესში ფარმაკოლოგიურ
საშუალებებთან ერთად იყენებს ფიზიოთერაპიულ პროცედურებსა და სხვა მეთოდებს.
ზოგიერთ შემთხვევაში დეტოქსიკაციის პარალელურად წარმოებს ფსიქოთერაპიაც.
დეტოქსიკაციის დასრულების შემდეგ კი ყოფილი წამალდამოკიდებული გადადის
აქტიური ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ეტაპზე, რაც, სამწუხაროდ, ხშირ
შემთხვევაში იგნორირებულია პაციენტის მიერ და ხდება რეციდივის, ანუ
ნარკოტიკების მოხმარების განახლების მიზეზი.
საერთოდ, მკურნალობასთან დაკავშირებით ისიც აღსანიშნავია, რომ
წამალდამოკიდებულება მიიჩნევა ქრონიკულ დაავადებად, რაც იმას ნიშნავს, რომ
სრულ განკურნებაზე არ ლაპარაკობენ. ამ შემთხვევაში მკურნალობის მიზანია,
მოხერხდეს რემისია და რაც შიეძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს იგი.
მკურნალობა ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წამალდამოკიდებულს აქვს
საკმარისი სურვილი, არის მოტივირებული და შესაბამისად, მჭიდროდ
თანამშრომლობს ჯერ ნარკოლოგთან, შემდეგ კი ფსიქოთერაპევტთან, მაქსიმალურად
იცავს რჩევებს, ქცევის შეთანხმებულ წესებს, ცდილობს სრულ რესოციალიზაციას. როგორ უნდა იცხოვრონ მათ, რომ მკურნალობის შემდეგ ისევ არ დაუბრუნდნენ ნარკოტიკებს?
ამისათვის საჭიროა მოხერხდეს მისი სრული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია,
საზოგადოებასთან მჭიდრო ინტეგრაცია, დასაქმება, ადამიანთა ისეთ
კატეგორიასთან ურთიერთობა, ვინც სოციალურად აქტიურია და თავისუფალია
ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემებისაგან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ
მიმართულებით რაც კეთდება, როგორც იტყვიან, ზღვაში წვეთია, იმდენად დიდია
წამალდამოკიდებულთა რაოდენობა. საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს
ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, უნდა გაფართოვდეს ამ მიმართულებით მომუშავე
ორგანიზაციები, შეიქმნას მეტი სოციალური საწარმო და სხვ.
ნარკოტიკი არის მცენარეული წარმოშობის ან სინთეზური გზით მიღებული ფსიქოაქტიურუ ნივთიერება.
ფსიქოაქტიური ნიშნავს რომ ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.ცვლის ადამიანის ხასიათს,ქცევებს,გრძნობებს.ნარკოტიკი იწვევს მიჩვევას.თუ ადამიანი სისტემატიურ იღებს ნარკოტიკს ორგანიზმი იძულებილი ხდება შეეგუოს მის არსებობას და ნარკოტიკი იქცევა ნივთიერებათა,ცვლის ჩვეულ შემადგენელ ნაწილად,ადამიანი ნორმალურად გრძნობს თავს მაშინ როცა მას ორგანიზმში აქ ნარკოტიკი.ორგანიზმში ნარკოტიკის არ არსებობა იწვევს ძალიან შემაწუხებელ ფიზიკურ და ფსიქიკურ მოვლენას,ზოგჯერ კი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას,ამას მედიცინაში (ლომკას) უწოდებენ.ნარკოტიკები სხვადასხვაგვარად მოქმედებს ფსიქიკაზე,თვისებების მიხედვით შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დაიყოს
1.ნივთიერებები,რომლებიც ნერვულ სისტემის აქტივობას თრგუნავს ანუ ც.ნ.ს.ს დეპრესანტები,ასეთი თვისების მატარებელი,ოპიუმის ჯგუფის პრეპარატები საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები, ალკოჰოლიც.მათი ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილი.ნარკოტიკის სისტემატიური მოხმარება იწვევს მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითებას,გულსისხძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებას,ღვიძლის ციროზს,ორგანიზმის გამოფიტვას.
2.ნივთიერებები რომლებიც ნერვულ სისტემაზე გამააქტივებელ ზემოქმედებას ახდენს.ამ ნივთიერებეს ც.ნ.ს სტიმულანტები ეწოდება ამ ჯგუფს მიეკუთვნება კოკაინი,კოფეინი და ნიკოტინი
3.ამ ნივთიერებებს ხანგძლივი სისტემატური მოხმარება იწვევს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას გულსისხლძარღვვთა დაავადებებს:დეპრესიას,ბოდვით განწყობას და ორგანიზმის გამოფიტვას,ნივთიერებები რომლებიც იწვევს ჰალუცინაციებს მათ ჰალუცინოგენებს უწოდებენ ასეტი ზემოქმედება ახასიათებს მარიხუანას,ექსტაზს,ჰალუცინოგენს,სოკოებს ამ ნივთიერებების სისტემატური მოხმარება იწვევს გონებრივ შესაძლებლობების დაქვეითებას,ჰფოთვას,აგრესიულობას,ჰორმონალურ დარღვევებს.
კანონი განასხვავებს ლეგალურ და არალეგალურ ნარკოტიკს,არალეგალური ნარკოტიკია არის ფსიქოაქტიური ნივთიერება რომლის მოხმარება გასაღება შენახვა ისჯება კანონით.არსებობს ნებადართული ნარკოტიკებიც მაგალითად
ალკოჰოლი,ნიკოტინი და კოფეინი.მათ არანაკლები ზიანი მოაქვთ ჯანმრთელობისთვის.
განასხვავებენ დამოკიდებულების ქიმიურ და არაქიმიურ ფორმებს.ქიმიური ფორმას მიეკუთვნება წამალთ დამოკიდებულება ხოლო არაქიმიურ ფორმებს მიეკუთვნება ქცევითი დამოკიდებულების სხვადასხვა გამოვლინება.წამალთ დამოკიდებულება არსებობს 2 სახის ესენია ლეგალური ნარკოტიკები და არალეგალური ნარკოტიკები.
სახიფათო ნარკოტიკი-მარიხუანა
კანაფი ანუ კანაბისი ერთწლიანი და ორსქესიანი მცენარეა. მცენარის რომლის
ყვავილი შეიცავს როგორც ბუტკოს და მტვრიანა ორსქესიანი ეწოდება.კანაბის ფოთლები მსხოიარე და ყვავილოვან ყლორტებს შეიცავს .ფსიქოაქტიურ ნივთიერებას ტეტრაჰიდროკანაბინოს საქართველოში ყველაზე გავრეცელებული არალეგულარული ნარკოტიკია პლანი,მარიხუანა,ჰაშიში. მოსაწევო ბალახი მანაგუა იგი აქვეითებს მეხსიერებას აზროვნების უნარს იწვევს დარღვევებს აღთქმასა და მოძრაობის კორდინაციას,აზიანებს ფილტვებს და მთელ სასუნთქ სისტემას,იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და ენდოვლინურ დარღვევებს.